More Website Templates @ TemplateMonster.com. July 16, 2012!

ჩვენს შესახებ

ჩვენი მისიაა:


სანო - ცხოველთა თანამედროვე კვება - წარმოადგენს კვებითი დანამატების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ კომპანიის „სანო ჰოლდინგის“ ფილიალს საქართველოში. „სანო ჰოლდინგი“ 42 წლის განმავლობაში წარმატებით მოქმედებს მსოფლიო ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას (მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში), როგორიცაა მინერალური საკვები შემავსებელი, კონცენტრირებული ამინოპროტეინების კომპლექსი და ა.შ.

ჩვენ კონცეფციას წარმოადგენს ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა მხოლოდ ჯანსაღი, არაგენმოდიფიცირებული კვებით, ყოველგვარი ქიმიური სინთეზის გარეშე.
გარდა მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებისა, გერმანელი სპეციალისტები მომხმარებელს უწევენ მუდმივ კონსულტაციებს, უმუშავებენ ინდივიდუალურ რეცეპტურებს და საკვებ დანამატებს.
ჩვენი მისიაა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა სოფლის მეურნეობის სფეროში. პროექტში ჩართულნი არიან პროფესიონალი კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები და კონსულტანტები გერმანიიდან. მომავალში მოხდება ქართველ სპეციალისტთა პროფესიონალურ დონეზე მომზადება - სერთიფიცირება და დასაქმება.

ზემოხსენებული ყველა პირობა წარმოადგენს საფუძველს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური მასშტაბით, საქართველოში ცხოველთა კვებითი დანამატების თანამედროვე ქარხნის მშენებლობა, რომელიც იქნება პირველი პილოტური პროექტი რეგიონში.